საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ENG

 
________________________________________

თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტის მიზანია ტრადიციული რეწვის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა მასში ინოვაციურობის განვითრების და პოპულარიზაციის გზით

პროექტის კონკრეტული მიზნებია:

  • აამაღლოს ადგილობრივი  ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრა ამ დარგებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით
  • ტრადიცილი რეწვის სფეროში მცირე მეწარმეობის განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა
  • ტრადიციული  დარგების პოპულარიზაცია და თანამედროვეობასთან კავშირების გაძლიერება ახალგაზრდების ჩართულობის გზით

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019 წ. სექტემბერი - 2020 წ. მაისი
პროექტის დამფინანსებლები: აშშ საელჩო საქართველოში და თბილისის მერიის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

________________________________________

პროექტის მიმდინარეობა
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

2019 წ. 18-19 დეკემბერი - პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების
გამოფენა„თანამედროვედიზაინიტრადიციულრეწვაში“მონაწილეები: ანა წერეთელი, თიკო ქსოვრელი, მარიამ ლორთქიფანიძე, მაგდა სოლოღაშვილი, ნათია მუმლაძე, ნიკა აზმაიფარაშვილი, ვარდო ცერცვაძე.

2019 წ. 24 ოქტომბერი - კონკურსის „თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში“ შედეგების გამოცხადება და გამარჯვებული პროექტების წარდგენა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

2019 წ. 11 ოქტომბერი - პროგრამის მონაწილეების ვიზიტი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და „გალერეა 27“-ში

2019 წ. 10 ოქომბერი - პროგრამის მონაწილეები ეწვიენ გუგა კოტეტიშვილის გალერეა „დიზაინ ბაზარ“-ში და ექსპერიმენტული დიზაინის ავეჯის, ინტერიერის და ექსტერიერის აქსესუარების საწარმოში `Design ფაქტორი`

2019 წ. 9 ოქტომბერი - პროგრამის მონაწილეების ვიზიტი კერამიკის საწარმო პრიმუმში,

2019 წ. 8 ოქტომბერი - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის ტრენინგი „საავტორო უფლებები ტრადიციულ რეწვასა და დიზაინში“.

2019 წ. 7 ოქტომბერი - პროგრამის მონაწილეების ვიზიტი კერამიკის გალერეა`White Studio`-ში

2019 წ. 3, 4 და 5 ოქტომბერს პროექტში მოწვეულმა ქართველმა დიზაინერებმა - გუგა კოტეტიშვილმა, ნატო ერისთავმა და ნინო მგალობლიშვილმა პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარეს ტრენინგები და გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

2019 წ. 1- 2 ოქტომბერი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიზნეს კონსულტანტის, პროფესორ შოთა მურღულიას ტრენინგი „მეწარმეობა ტრადიციული რეწვის და დიზაინის სფეროში“ ჩატარდა.

2019 წ. 9 სექტემბერი - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტის „თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში - დარგის შემოქმედებითი და სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center